თეგებით ძიება

ბათუმში ბინები 28%-ით გაძვირდა

2023 წლის თებერვალში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის თებერვალთან შედარებით 42%-ით, 1 544 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 50%-ით გაიზარდა და 66 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.

“ბათუმში 2023 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის თებერვალში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, მნიშვნელოვნად, 230%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 19% და 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 22%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 895 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 28%-ით, 791 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ძველ ბათუმში ფასების მნიშვნელოვნად ზრდით,”- აღნიშნულია კვლევაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა