თეგებით ძიება

„იმედს არ ვკარგავთ“ - ახალგაზრდა კაცს მე-9 დღეა ეძებენ

უკვე 9 დღეა ოჯახი ახალგაზრდა კაცს ეძებს.

ილია ფუტკარაძე 17 მარტს, გამთენიისას გაუჩინარდა და მას შემდეგ კონტაქტზე აღარ გამოსულა.

„ილია გაუჩინარდა 17 მარტის გამთენიას: ის წავიდა სახლიდან ისე რომ არავინ გაუფრთხილებია და მასთან კონტაქტი შეწყდა.

გახდა ცნობილი რომ ილია ნახეს გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტყიბულიდან შაორის წყალსაცავისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენი ვარაუდით ის წავიდა დილის რიჟრაჯის გადასაღებათ წყალსაცავთან და მასთან მდებარე მთასთან და აპირებდა უკან დაბრუნებას. ამის საფუძველს გვაძლევს ის რომ თან ნივთები არ წაუღია. სახლში დატოვა პასპორტი და ტელეფონის სატენი.

17 მარტის შემდგომ რა მოხდა ჩვენთვის უცნობია.

გაუჩინარებიდან 8 დღის შემდეგ ჩვენ არანაირ დამაიმედებელ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. პოლიციას მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია რასაც კი ვფლობდით და ისინი აქტიურად არიან ჩაბმულები გამოძიებაში. როგორც გვითხრეს სამაშველო სამსახური დღეს ჩაერთო სამძებრო სამუშაობებში.

ყველას ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია ილიას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მომწერეთ ტელეგრამში @natochinka ან დამირეკეთ ნომერზე 599407860 ან მიაწოდეთ ინფორმაცია პოლიციას.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია რომ ილია ჯერ კიდევ დაკარგულია. გავიდა ერთ კვირაზე მეტი და აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა რესურსი“, - წერს ოჯახის ახლობელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა