თეგებით ძიება

არ დაუშვათ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე - უკრაინელებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

26 მარტს საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელმა აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. ისინი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენების არდაშვებას ითხოვენ.

მათ სიმბოლურად პარლამენტთან ის ნივთებიც მიიტანეს, რომელსაც რუსული არმია უკრაინიდან იპარავს - ეს არის საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

"რუსეთი იყენებს საერთაშორისო ოლიმპიადას, როგორც საკუთარი მიზნების მისაღწევად. რუსეთის ფედერაციის სპორტსმენების დიდი უმრავლესობა არის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის (CSKA) და დინამოს კლუბის წარმომადგენლები. ისინი ეკუთვნიან FSB-ს, რუსეთის გვარდიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, უშუალო მონაწილეობას იღებს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში, ისევე როგორც სამხედროები. იმ დროს, როცა უკრაინელი სპორტსმენები შეიარაღებული ძალების რიგებში იცავენ ქვეყანას და ზოგიერთი მათგანი, სამწუხაროდ, დაიღუპა.

რუსეთის მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში აკანონებს რეჟიმის ქმედებებს საკუთარი მოქალაქეების და სპორტული საზოგადოების თვალში. კომიტეტმა არ უნდა დაუშვას, რომ ოლიმპიური თამაშები გახდეს პუტინის აგრესიული ქმედებების გამართლების კიდევ ერთი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, რუსეთიდან სპორტსმენების შეჯიბრებაზე დაბრუნება არასწორ სიგნალს გაუგზავნიდა რუსებს, რომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ, რადგან მათ ეს ყველაფერში ეპატიებათ. თუნდაც ეს იყოს სრულმასშტაბიანი შემოჭრა", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა