"მწარე მონატრება“ - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი შაქარაშვილის დედა?
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა, თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში გიორგის პატარაობის ფოტოს აქვეყნებს.
"მწარე მონატრება", - წერს თამუნა შალვაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს რამდენიმე პირმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი მდინარეში გადაადგო. ცხედარი მაშველებმა 2020 წლის 21 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.