თეგებით ძიება

არავინ არ დარჩება სამსახურის გარეშე - ირაკლი ღარიბაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურისა და ხელფასის გარეშე.

მისი თქმით, ბოლო დღეებში ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და მიზანმიმართული პროპაგანდა მიმდინარეობდა, თუმცა მღელვარების საფუძველი არ არსებობს.

"ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ბატონი ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, პრეზენტაციას. არცერთი თანამშრომელი, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც რა თქმა უნდა, არის სიცრუე, არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და მათი ხელფასის გარეშე. გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო, საუბარია იმავე ადგილას, და არა სხვა ადგილას, ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. არავითარი მღელვარების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმები ამ წუთებშიც აქციას მართავენ. ისინი დღეს დილიდან შეიკრიბნენ და მოითხოვეს პრემიერთან შეხვედრა, რათა მიიღონ პასუხები კითხვებზე რა ბედი ელით დემონტაჟის შემთხვევაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა