ვბომბავთ საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის ზონებს - ოფიციალური კიევი
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 600-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს, ასევე ააფეთქეს ათობით ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო სისტემები და ჯავშანტექნიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის ზონები სამჯერ დაბომბა.
მათივე ცნობით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ორი სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.