18 წელი ვცეკვავდი და წელიწად-ნახევარია, რაც მოქმედი მოცეკვავე აღარ ვარ - რატომ დატოვა ნინი გიგაურმა "სუხიშვილები“?
რეალითი შოუ, "პრაიმ ჰაუსი" კიდევ ერთმა მონაწილემ, ნინი გიგაურმა დატოვა.
როგორც ცნობილია, ნინი წლების განმავლობაში "სუხიშვილებში“ ცეკვავდა თუმცა, ამ ეტაპზე მოქმედი მოცეკვავე აღარაა.
"სუხიშვილებში“ 18 წელი ვცეკვავდი და წელიწად-ნახევარია, რაც მოქმედი მოცეკვავე აღარ ვარ. ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს იქნება, ტრავმა მოვირჩინო და აუცილებლად ცეკვას დავუბრუნდე. ვფიქრობ, სტუდიის გახსნაზეც", - განაცხადა ნინი გიგაურმა "პრაიმტაიმთან" საუბრისას.