"ჩემი ოცნებაა, შენთან ერთად ვითამაშო ფეხბურთი" - პატარა ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს (ფოტო)
სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება, რომელზეც პატარა ქართველის ნაწერია ასახული. მისი ოცნებაა, "ნაპოლის" ქართველ გარემარბთან ფეხბურთის თამაში.
"სიმაყით ვივსები, როცა მოწინააღმდეგის კარში გოლი გაგაქვს" , - იკითხება წერილში.
წერილის ფოტოს ბავშვის მამა,ირაკლი შეშელიძე ავრცელებს.
"ხვიᲩა, ვიცი, ნახავ ამ ფოტოს. ეს Ჩემი ბიჭია, რომელსაც უაზროდ უყვარხარ. მინდა, რაღაცნაირად გაამხვნევო და უთხრათ, რო ისიც დიდი ფეხბურთელი გამოვა. მთელი ოჯახი "გბალეᲨიკობთ"!", - ნათქვამია ფოტოს აღწერაში.