"თუ იცით ვინმე, რომელიც კარგად სწავლობს და ფინანსურად უჭირს, პირადად დავუფინანსებ სწავლას" - არჩილ მარშანია წარმატებულ რეზიდენტს ეძებს
ექიმი, არჩილ მარშანია მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ დააფინანსებს რეზიდენტს, რომელსაც კარგი აკადემიური შედეგები აქვს და ფინანსურად უჭირს.
"საქართველოში რეზიდენტურის გავლა არის ჯოჯოხეთი.
ფული არ გაქვს, მუშაობ რომ რეზიდენტურის ფული გადაიხადო, რო მუშაობ რეზიდენტურისთვის დრო არ გრჩება და ა.შ.
გავიარე ეგ ეტაპი თავად და ბევრი ადამიანი იყო ჩემს გარშემო ვინც ეგრე ვწვალობდით.
ფული არ გვქონდა და სწავლა გვინდოდა.
ამიტომ თუ იცით ვინმე რეზიდენტი რომელიც კარგად სწავლობს, არის სახელმწიფო რეზიდენტურაში და ფინანსურად უჭირს, პირადად დავუფინანსებ სწავლას.
კრიტერიუმები:
მონდომებული ადამიანი რომელიც კარგად სწავლობს;
ირიცხება სახელმწიფო რეზიდენტურაში (არა კერძოში);
ფინანსურად უჭირს მოდულების თანხის გადახდა.
არავითარი ვალდებულება მას ამ დახმარების გამო არ ექნება, გარდა ერთისა, როდესაც დაამთავრებს და გახდება წარმატებული ექიმი, თვითონაც იპოვოს ერთი რეზიდენტი და დაეხმაროს.
ამ ვალდებულების აღსრულების მექანიზმი იქნება საკუთარი სინდისი და არა რაიმე იურიდიული ხელშეკრულება.
მოკლედ, თუ ვინმე იცით, ვინც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს მომწერეთ პირადში.
როგორ მოხდება შერჩევა, კონტროლი და ა.შ. ყველა დეტალს გავივლი პმ.
აბა ჰე აბა ჰო", - წერს მარშანია.