თეგებით ძიება

წონაში კიდევ უფრო დაიკლო - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალაანიამ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი კიდევ უფრო დაკლებულია წონაში.

"ექიმები არ მინახავს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია. ბოლოს 62 კილოგრამს იწონიდა. საჭირო რაოდენობის კალორიებს არ იღებს. ვერ იღებს, რადგან მოწამლულია. უამრავი საკვები მივიტანე, მაგრამ არაფერი უჭამია. “ვივამედის” ექიმები ამბობენ, რომ მიშა მათ არ ემორჩილება, რადგან რაღაც გამართლება სჭირდებათ. აქედან იწყება უბედურება. განათლების პრობლემა არ არის, ეს არის ბრძანება, რომელსაც ემორჩილებიან.

სტრასბურგის სასამართლოში შესატანი სარჩელი დიდი ხანია მზად არის, მაგრამ კონკრეტული მოლოდინი არ მაქვს. მე რომ მკითხოთ, მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა”, - განაცხადა გიული ალასანიამ. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა