თეგებით ძიება

"გოგი წულაია იმ ჩანაწერით თუ ციხეში ზის, შალვა რამიშვილი რატომ არის თავისუფალი?!" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანულა ჟორჟოლიანი შსს-სა და პროკურატურას მიმართავს და ინტერესდება, სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ ტელეწამყვან, შალვა რამიშვილს სამართლებრივი პასუხისმგებლობა რატომ არ ადეკისრა.

"გოგი წულაია იმ ჩანაწერით თუ ციხეში ზის, შალვა რამიშვილი რატომ არის თავისუფალი?!" - წერს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, შალვა რამიშვილი რამდენიმე ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში. მედიაში ანანია გაჩეჩილაძის მიერ ფარულად ჩაწერილი სამხილიც გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი წევრი, გოგი წულაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

წულაიამ წინასწარი პატიმრობაში დაახლოებით სამთვე-ნახევარი გაატარა და იგი 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2021 წლის 1-ელ ივლისს გაათავისუფლეს.

წულაია ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. ის პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა