ყვარლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რუსული ენის შემსწავლელი პროგრამა ფუნქციონირებდა - რა ინფორმაცია გახდა ცნობილი?
რუსული ენის შემსწავლელი პროგრამა, რომელიც ყვარლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მარტის დასაწყისიდან ფუნქციონირებდა, გაუქმდა. ინფორმაცია პროგრამის გაუქმების შესახებ ყვარლის "ევროკლუბის" ხელმძღვანელს ნიკა გურინს, მერიის ა(ა)იპის „კულტურის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაია ზარდიაშვილმა მიაწოდა. მას მიზეზები არ დაუსახელებია.
პროგრამის გაუქმებას წინ უძღოდა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის და პროტესტი.
"ევროკლუბის" ხელმძღვანელს, ნიკა გურინს მიაჩნია, რომ ბიუჯეტი არ უნდა აფინანსებდეს იმ ქვეყნის ენის შესწავლას, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული. თითქმის იმავეს ამბობდა ადგილობრივების ნაწილიც.
რადიო თავისუფლება რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მაია ზარდიაშვილთან დაკავშირებას. დღეს, 27 მარტს მან თქვა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ სურს.
რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსების შესახებ ინფორმაცია 23 მარტს გაავრცელდა.
ყვარლის „კულტურის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი ამბობდა, რომ რუსული ენის კურსზე 40 მოსწავლე ჩაირიცხა და მსურველი კიდევ უფრო მეტი იყო.
წყარო: რადიო თავისუფლება