"გააზიარეთ, ნახოს ყველამ... ეს არის გამომძალველობა! 9861 ლარი გადაიხადე, თუ არადა გიჩივლებო" - რას წერს კაცი, რომელიც ავტობუსს დაეჯახა? (ფოტოები)
მოქალაქე, მამუკა კოწოწაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, ჯარიმის ოდენობაზე, რაც მან მიიღო ავტობუსთან ავარიის გამო.
მისი თქმით, ადგილი აქვს გამომძალველობას.
"დღეს მომივიდა შეტყობინება ავტობუსზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 9861,34 ლარი. უბრალოდ, გაოგნებული დავრჩი. 1 თვის წინ, შუქნიშანზე გავჩერდი ამ ავტობუსის უკან, აინთო მწვანე, დაიძრა ავტობუსი, დავძარი ავტომობილი მეც და იმწამსვე გააჩერა და უკანა ბუფერზე 3 კილომეტრი სიჩქარით უბრალოდ მივედე. მძღოლმა მითხრა, ჩემწინაც გააჩერა ვიღაცამ, რა ჩემი ბრალიაო. კარგი, კი ბატონო, ჩემი ბრალია, თუმცა გასაგები მომენტია, რადგან დაძრა და გააჩერა ეგრევე. პატრულმა დამიწერა ავარიის გამო ჯარიმა, უფრო მთავარი მერეა - შეხედეთ სურათებს დაზიანება ჩანს, მხოლოდ შუა ნაწილია ბუფერის ოდნავ შეღუნული, კარგ ხარისხიან სერვის ცენტრში ამის გაკეთება მაქსიმუმ რამდენი უნდა დაჯდეს 500 ? 700 ? 1000 თქვი ყველაზე მეძვირესთან. თავად ნაწილი სულ ახალიც არ ეღირება 1000 ლარი და მომდის შეტყობინება 9861 ლარი გადაიხადე თუ არადა გიჩივლებო, მადლობა თბილისის მერია, ასე რომ ექცევით მოქალაქეებს. ყველაზე უკანასკნელი ვიღაცა დამპალი სულის ხელოსანი ქვეყანაში ამ საქმეში თუ 200 ლარს მოგვატყუებს და მოგვიმატებს, თქვენ 8000 ლარს გვატყუებთ და გვიმატებთ, თუ არ გადაიხდი გიჩივლებო, ამასაც მყისიერად ამატებთ, უსისხლო ხალხი ხართ, ეს არის სუფთა გამომძალველობა, სახელმწიფოსგან ოფიციალური რეკეტი, გილოცავთ ხალხნო, ყველაზე უნამუსო ყაჩაღი და გამომძალველი სახელმწიფო გვაზის თავზე, ბრავო !
გააზიარეთ, ნახოს ყველამ რასთან გვაქ საქმე! ავტობუსს ახლოს არგაეკაროთ თორემ გაგპარსავენ კიარა ვისააქვს საერთოდ 10 000 ლარი და უდევს, პატარა 200-ლარიანი ზიანის გამო, 10000 ლარს მიგატანინებენ, ვალებს აგაღებინებენ, რა ენაღვლებათ, ეს არის ყაჩაღობა მეტი არაფერი! ამქვეყანას სახელმწიფო რომ ერქვას, უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურმა, მიაკითხოს კომპანიას და ნახოს ერთი რა დაუჯდა ამ პატარა ზიანის გამოსწორება, რომელიც არ აღემატება 200 ლარს და რატო ითხოვს სანაცვლოდ 10 000 ლარს !", - წერს მამუკა კოწოწაშვილი.