თუ ეს არ იცით, შესაბამისად, სხვა რამის კეთებაც გაგიჭირდებათ - რას ურჩევს ზურაბ მხეიძე საზოგადოებას?
ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე აცხადებს, რომ ადამიანებმა ურთიერთობების კომუნიკაცია აუცილებლად უნდა ისწავლონ.
"თუ უნივერსალური რჩევა გვინდა, საზოგადოებას ვურჩევდი ურთიერთობების კომუნიკაციის შესწავლას. სანამ ცოცხალი ვართ, მუდმივად გვაქვს ურთიერთობა სხვებთან და საკუთარ თავთან. თუ ეს არ იცით, შესაბამისად, სხვა რამის კეთებაც გაგიჭირდებათ", - აცხადებს მხეიძე.