თეგებით ძიება

"პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან...ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ" - თათია სამხარაძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

ჟურნალისტი, თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს.

"პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან... ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! 

ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? 

ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!", - მიმართავს სალომე ზურაბიშვილს თათია სამხარაძე.

ცნობისთვის, თათია სამხარაძემ "პოსტ ტვ"-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების ბრალდებით და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა