თეგებით ძიება

"მაინტერესებს, როდემდე უნდა იცხოვროს თათიამ ამ ტერორის პირობებში, როდის გაიღვიძებს ვინმე ამ ქვეყანაში" - რას წერს ნინია კაკაბაძე თათია სამხარაძეზე?

ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ ჟურნალისტ, თათია სამხარაძეს სახლში მისივე კოლეგა, ნათია ბერიძე მიუვარდა.

"გაავრცელეთ!

თათია სამხარაძის საცხოვრებელი სახლის კარი დღეს, ახლა სულ ცოტა ხნის წინ, ისევ ჩამოიღო ნათია ბერიძემ!!! ახლაც მის სახლთან პატრულირებენ!!! 

მე მაინტერესებს, როდემდე უნდა იცხოვროს თათიამ ამ ტერორის პირობებში და როდის გაიღვიძებს ვინმე ამ ქვეყანაში, ვისაც ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება აქვს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ...

Levan Ioseliani ან წარმომადგენელი გაგზავნეთ თათიასთან, ან თქვენ მიდით", - წერს კაკაბაძე.

ჟურნალისტი, თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს.

"პროვოკატორი ნათია ბერიძე ისევ მომივარდა სახლთან... ახლაც რამდენიმე ჯგუფი მყარაულობს სადარბაზოსთან! 

ხალხო, როდემდე უნდა მამყოფონ ამ ტყვეობაში? 

ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!", - მიმართავს სალომე ზურაბიშვილს თათია სამხარაძე.

ცნობისთვის, თათია სამხარაძემ "პოსტ ტვ"-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების ბრალდებით და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა