ხვიჩა კვარაცხელიას გოლი „ატალანტასთან“ იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა
"ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი "ატალანტასთან“ იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ქართველმა შემტევმა აღნიშნული შედევრი იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში შექმნა. მან საჯარიმოში შვიდ მეტოქეს შორის მოხვედრილმა მოახერხა მათი ჩამოცილება და მეკარისთვის მაღალ კუთხეში გატანა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში 12 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.