თეგებით ძიება

ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტილებას არ შეცვლის - დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ნეგატიური რეაქცია გავლენას არ მოახდენს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გეგმებზე, რომელიც ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ეხება.

"რუსეთის გეგმები ამგვარ რეაქციაზე რა თქმა უნდა, არ შეიცვლება. პრეზიდენტმა ყველაფერი ახსნა. მისი განცხადებებს აღნიშნულ საკითხზე არაფერი დაემატება“, - აცხადებს დმიტრი პესკოვი.

25 მარტს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, ხოლო საწყობი მზად ივლისისთვის იქნება.

ნატომ რუსეთის ბირთვულ რიტორიკას საშიში და უპასუხისმგებლო უწოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა