შეჯახება ისეთი ძლიერი იყო, რომ მანქანიდან გადმოცვივდნენ - ვინ არის კახეთში დაღუპული 33 წლის კაცი?
კახეთში, დედოფლისწყაროში ავარიას 33 წლის, მამაკაცი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ილია ტუხაშვილია. ინფრომაციას ამის შესახებ "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა რკინის ღობეს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, 33 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ორი მგზავრი კი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრები ავტომანქანიდან გადმოვარდნენ.
ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.