თეგებით ძიება

"ძალიან მიყვარს საოცარი დედის ბრწყინვალე შვილი" - ვისზე წერს ნიკოლოზ რაჭველი?

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი მომრერალ ეკა მამალაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.

"პირველ ფოტოში რაჭაში ვართ, ჩემი ძირძველი სახლის აივანზე, მეორე ფოტოში კი ათიათასი მსმენელის წინაშე “ძირახალ” ბლექ სი არენაზე შეკვეთილში. უკვე მრავალი წელია ორივე ატმოსფეროში (შინაურული და სცენიური) თანაბრად ვმეგობრობთ და ვურთიერთობთ, არადა იყო დრო, როდესაც ჩემთვის ის კლასელის მშობელი იყო.

ძალიან მიყვარს საოცარი დედის ბრწყინვალე შვილი, რომელიც თავად გახდა ბრწყინვალე შვილების საოცარი დედა და შვილიშვილების უსაყვარლესი ბებია. ამავდროულად რომანსის ნანისეული სკოლის ღირსეული მემკვიდრე, იშვიათი გემოვნებით და კიდევ უფრო იშვიათი სისადავით, რაც უდიდეს სიამოვნებას მგვრის თანხლებისას, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შინაურულ თუ სასცენო გარემოში…

ღმერთმა ბედნიერი, ჯანმრთელი და დღეგრძელი გვიმყოფოს ჩვენი ეკა მამალაძე. არ მოაკლდეს სცენა, ერთგული მსმენელი, წარმატებები და ღვთის წყალობა!", - წერს რაჭველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა