თეგებით ძიება

"ის, რაც თათია სამხარაძის წინააღმდეგ ახლა ხდება, არის ადამიანის მენტალურად, მორალურად და ფიზიკურად განადგურებისკენ მიმართული ქმედება" - ბექა ყორშია

ჟურნალისტი, ბექა ყორშია კოლეგის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ის რაც ხდება თათია სამხარაძის წინააღმდეგ, მიმართულია მისი ფიზიკურად განადგურებისკენ.

"ის, რაც თათია სამხარაძის წინააღმდეგ ახლა ხდება, არის ადამიანის მენტალურად, მორალურად და დიახ, ფიზიკურად განადგურებისკენ მიმართული ქმედება, რადგან ასეთ სტრესს ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ვერ გაუძლოს. ადამიანი ფაქტობრივად შინაპატიმრობაში ჰყავთ. პოსტივი არის ჩვეულებრივი ნაცისტური “შუცშტაფელი”, რომელიც სრულიად უდანაშაულო ადამიანებს სახლში აკითხავს, რომ მორალურად და ფიზიკურად მოსპოს. ამათი დევიზიც ზუსტად ისაა, რაც ”ესესის” იყო: “ჩვენს ღირსებას ერთგულება ჰქვია”. მართლაც, ამ მონების ღირსება მხოლოდ ბატონის მორჩილებასა და ერთგულებაზე დგას. 

ჩემი სოლიდარობა თათია სამხარაძეს

დედისტ€ვნა შალვა რამიშვილს და მთელს "პოსტივის", - წერს ყორშია.

ცნობისთვის, თათია სამხარაძემ "პოსტ ტვ"-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების ბრალდებით და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა