რისკები უნდა შემცირდეს, ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს - ჩინეთი ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განთავსებაზე
ბელარუსში რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ჩინეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა.
"სტრატეგიული რისკები უნდა შემცირდეს, ბირთვულ ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მაო ნინგი.
განცხადების თანახმად, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომები თავიდან უნდა იქნეს აცილებული და სტრატეგიული რისკები უნდა შემცირდეს.
ცნობისთვის, 25 მარტს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს, ხოლო საწყობი მზად ივლისისთვის იქნება.
ნატომ რუსეთის ბირთვულ რიტორიკას საშიში და უპასუხისმგებლო უწოდა.