ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე - კადრები ადგილიდან (ვიდეო)
თბილისში, ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე ავარია მოხდა. ინფორმაციას “მეტრონომი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან არის გადავარდნილი.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ზუსტდება.