თეგებით ძიება

ლევან იოსელიანი შალვა რამიშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ლევან იოსელიანი ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლის მიერ მათ მი­მართ „პოსტივის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი შე­საძ­ლო სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქ­ტებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

“სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლის მიერ მათ მი­მართ მე­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი შე­საძ­ლო სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქ­ტებს და იმ თან­მდევ მოვ­ლე­ნებს რაც ამ გახ­მა­უ­რე­ბას მოყ­ვა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი თა­ნად­გო­მას უცხა­დებს ძა­ლა­დო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლებს და, რო­გორც დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, გა­მოთ­ქვამს სრულ მზად­ყოფ­ნას, მათი სურ­ვი­ლი­სა და მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, ინ­სტი­ტუ­ტის მან­და­ტის ფარ­გლებ­ში შე­ის­წავ­ლოს მათი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საქ­მე­ე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი აგ­რე­სი­ას სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლე­ბი­სად­მი მი­მარ­თავს – მათ მო­ნა­თხრობს უა­პე­ლა­ცი­ოდ ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ, მი­უ­თი­თე­ბენ, რომ მათ სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ წლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყეს, რისი მი­ზა­ნიც სა­ვა­რა­უ­დო შე­მა­ვიწ­რო­ებ­ლის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვაა, სა­ვა­რა­უ­დო შე­მა­ვიწ­რო­ე­ბელს კი მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მსგავ­სი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი კი­დევ მე­ტად აძ­ლი­ე­რებს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბის მი­მართ ისე­დაც არ­სე­ბულ სტე­რე­ო­ტი­პებს, ახა­ლი­სებს მათ მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას და და­მა­ტე­ბით სო­ცი­ა­ლურ ბა­რი­ერს უქ­მნის, რომ მო­მა­ვალ­ში სა­კუ­თარ მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რონ და მი­მარ­თონ შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ მე­ქა­ნიზ­მებს.

ამა­ვე დროს, სა­ხალ­ხო დამ­ცველს სურს ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოს ამ მოვ­ლე­ნე­ბის მე­დი­ა­გა­შუ­ქე­ბის სა­კი­თხზე. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი თე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებს მო­უ­წო­დებს, რომ პა­ტი­ვი სცენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­ცულ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის, სივ­რცის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბებს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს “მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მა­უ­წყებ­ლებს ავალ­დე­ბუ­ლებს მი­ი­ღონ ყვე­ლა ზომა, ეთერ­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბის ჯე­რო­ვა­ნი სი­ზუს­ტის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და დრო­უ­ლად შე­ას­წო­რონ შეც­დო­მე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბით, რო­მე­ლიც, კერ­ძო პი­რის გან­ცხა­დე­ბით, ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ასე­ვე შე­ახ­სე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია და მი­უ­ღე­ბე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტთა მი­მართ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბა”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა