„ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციებს გამართავს
„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.
პირველი კონფერენცია ხვალ, 28 მარტს, ბათუმში ჩატარდება.
კონფერენციის მონაწილეები აირჩევენ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს.
29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები გაიმართება ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.