თეგებით ძიება

„ის ავადახსენებელი აგენტების შესახებ კანონი რომ ჩაუვარდათ, ახლა საოცარი პროპაგანდა ამოქოქეს“ - რას წერს მერაბ მეტრეველი?

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც მას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ.

„ხელისუფლების ზოგიერთი მხარდამჭერი მიწერს, მერაბ როგორც ობიექტურ ჟურნალისტს ისე გიცნობთ და ბოლო დროს რაღაც ძალიან რადიკალური გახდი რა ხდებაო?

არ იცით რა ხდება? 

ის ხდება, რომ ხელისფლებამ ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთა, როდესაც ღიად და პირდაპირ დაიწყო დასავლეთთან დაპირისპირება. ასეთი რამ საქართველოს არცერთ ხელისუფალს არ უქნია აქამდე. ყველა ხელისუფლებამ უამრავი ბოროტება ჩაიდინა, მაგრამ საქართველო დეკლარირებულად მაინც მიდიოდა დასვლეთისკენ. ამ კურსის გამო, ჩვენ სამი ომი გამოვიარეთ, სისხლი დავღვარეთ, რომ როგორმე რუსეთის გავლენისგან თავი დაგვეღწია და ახლა უცებ ხელისუფლება გვეუბნება, რომ თურმე ტყუილად გვიომია, ტყუილად გვიბრძოლია და დასავლეთი ხიხიაა. 

ის ავადახსენებელი აგენტების შესახებ კანონი რომ ჩაუვარდათ, ახლა საოცარი პროპაგანდა ამოქოქეს, რომ დასავლეთი ქართველობის წართმევას და უფრო მეტიც, საქართველოს საერთოდ გაქრობას აპირებს (იხილეთ შათირიშვილის და სხვა სახელისუფლებო პროპაგანდისტების პოსტები).

შესაბამისად ობიექტური რომ ვარ, სწორედ ამიტომაც ვრეაგირებ მწვავედ ანუ ადეკვატურად. ჩემი რადიკალიზმი მხოლოდ ხელისუფლების მავნებლობის პირდაპირპროპორციულია“, - წერს მეტრეველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა