თეგებით ძიება

"მოვედი მხარდასაჭერად!" - ანა ნაცვლიშვილი თათია სამხარაძესთან მივიდა

პარტია „ლელოს“ წევრი, ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტ, თათია სამხარაძესთან მივიდა.

„მოვედი თათიას მხარდასაჭერად!

მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პროპაგანდის სამიზნეა.

გამძლეობა ამ ბრძოლაში თათიას!“ – წერს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, POSTV-ის მიერ განხორციელებული შეტყობინების გამო, 24 მარტს, გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. უწყებაში POSTV-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. 27 მარტს თათია სამხარაძემ თქვა, რომ ამ დრომდე მის სახლთან იმყოფება  POSTV-ის გადამღები ჯგუფი და საქართველოს პრეზიენტს დახმარება სთხოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა