თეგებით ძიება

თბილისის ნაწილს წყალი 15 საათით შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

,,ჯორჯიან უოთერ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 28 მარტს 17:00 საათიდან 29 მარტის 08:00 საათამდე თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება. 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ნადირაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 28 მარტს, საღამოს 17:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 მარტს, საღამოს 17:00 საათიდან 29 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქავთარაძის, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის N75, 77, 79, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N72-80, ვაჟას VII კვარტლის N25 კორპუსს, ჟღენტის ქუცა N2ს, თავხელიძის, მარიჯანის, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, მალხაზ დოლიძის და საკანდელიძის ქუჩებს, ბაგების ნაწილს, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს, წყნეთის გზატკეცილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა