„კარადამ წერეთლის გამზირიდან ორბელიანების სასახლეში გადაინაცვლა“ - შალვა რამიშვილი
„პოსტივის“ ხელმძღვანელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პასუხობს.
„როგორც ჩანს კარადამ წერეთლის გამზირიდან ორბელიანების სასახლეში გადაინაცვლა. ნათია ბერიძის მიმართ ნაცების მიერ განხორციელებული ფიზიკურ ძლადობაზე ერთი სიტყვაა მაინც გეთქვათ ქ-ნო ზურაბიშვილო.
მაგრამ, მე მგონი, სულაც არ განაღვლებთ იმის გაშიფვრა რომ თქვენც კეზერას ან მისი პატრონების კამპანიის ნაწილი ხართ“, - წერს რამიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტ, თათია სამხარაძესთან დაკავშირებულ პროცესს გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება მოძალადეს აგულიანებს.