უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა და პარლამენტის წევრთა 96%-მა მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ფინეთი ვერ გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი, სანამ ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტი არ დაუჭერს მხარს კანონს.
ნატოში გაწევრიანების კანონს ფინეთის პრეზიდენტმა ხელი 23 მარტს მოაწერა.