თეგებით ძიება

„სახალხო დამცველი ლეთარგიული ძილიდან გამოიყვანეს?“ - ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას ეხმაურება, რომელიც სახალხო დამცველმა, ტელეწამყვან, შალვა რამიშვილის გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით გაავრცელა.

„სახალხო დამცველი ლეთარგიული ძილიდან გამოიყვანეს?

ალო, ფუ..

ფუ.. არ ისმის...

აქ ერთი გოგო გიფსში გვყავს, მეორე შკაფში, ალო...

თქვენი ხაზები უკვე გადაიტვირთა?“ - წერს მოროშკინა.

ცნობისთვის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ლევან იოსელიანი ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლის მიერ მათ მი­მართ „პოსტივის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი შე­საძ­ლო სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქ­ტებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

“სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ეხ­მი­ა­ნე­ბა ბოლო დღე­ებ­ში რამ­დე­ნი­მე ქა­ლის მიერ მათ მი­მართ მე­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი შე­საძ­ლო სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქ­ტებს და იმ თან­მდევ მოვ­ლე­ნებს რაც ამ გახ­მა­უ­რე­ბას მოყ­ვა. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი თა­ნად­გო­მას უცხა­დებს ძა­ლა­დო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლებს და, რო­გორც დის­კრი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, გა­მოთ­ქვამს სრულ მზად­ყოფ­ნას, მათი სურ­ვი­ლი­სა და მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, ინ­სტი­ტუ­ტის მან­და­ტის ფარ­გლებ­ში შე­ის­წავ­ლოს მათი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საქ­მე­ე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი აგ­რე­სი­ას სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლე­ბი­სად­მი მი­მარ­თავს – მათ მო­ნა­თხრობს უა­პე­ლა­ცი­ოდ ეჭვქვეშ აყე­ნე­ბენ, მი­უ­თი­თე­ბენ, რომ მათ სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ წლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყეს, რისი მი­ზა­ნიც სა­ვა­რა­უ­დო შე­მა­ვიწ­რო­ებ­ლის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვაა, სა­ვა­რა­უ­დო შე­მა­ვიწ­რო­ე­ბელს კი მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ“, - წერს ომბუდსმენი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა