როდიდან გამოიდარებს საქართველოში? - ამინდის პროგნოზი
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა, ოთხშაბათიდან ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ სინოპტიკოსი, სვეტა ნიორაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს.
„ხვალ თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ზოგან შესაძლოა, 20 გრადუსამდე გათბეს. ზეგიდან ამინდი ისევ შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ქარის გაძლიერება და ტემპერატურის დაკლება.“ - ამბობს ნიორაძე.