ჩინეთმა მსოფლიოში პირველი წყალბადის მატარებელი გამოუშვა
ჩინეთმა მსოფლიოში პირველი ეკოლოგიურად სუფთა მატარებელი გამოუშვა, რომელშიც წყალბადის ენერგოსისტემა არის ჩაშენებული. ინფორმაციას Fuel Cells Works ავრცელებს.
მატარებელი სინცზინში, საწარმო Chengdu CRRC Changchun-ის საკონვეიერო a-ხაზიდან უკვე გამოვიდა. ოთხი ჩქაროსნული მატარებლის შემადგენლობის მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ია და წყალბადის ენერგიაზე მუშაობს, რომლის ნახშირორჟანგის ემისიები ნულოვანია.
მატარებელს ერთი დამუხტვით 600 კილომეტრის გავლა შეუძლია.
მატარებელი, ასევე, აღჭურვილია მონიტორინგის სხვადასხვა ჭკვიანი სისტემით, სენსორებით და დისპეტჩერის ცენტრთან მაღალსიჩქარიანი 5G-კავშირით რამდენიმე ქსელის ინტეგრაციის მიზნით.
წყარო - bpn.ge