თეგებით ძიება
28. 03. 2023 მსოფლიო

კანადამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

კანადამ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. კანადის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ეს არის კანადის მიერ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ დაწესებული სანქციების მეათე პაკეტი.

ბოლო გადაწყვეტილებით, „შავ სიაში“ შეიყვანეს რვა ფიზიკური და ორი იურიდიული პირი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და სამართალდამცავი ძალების მაღალჩინოსნები არიან. მათ სანქციები დაუწესდათ ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევებისთვის. ასევე სანქცირებული არიან მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ჩართული არიან ირანში დრონებისა და ბალისტიკური რეკეტების წარმოებაში. კერძოდ, შეზუდვები შეეხო კომპანია Qods Aviation Industries-ის აღმასრულებელ დირექტორს, გასემ დამავნდიანს და აეროკოსმოსური სამრეწველო ორგანზიაციის დირექტორს, ნადერ ხუნ სიავაშს.

ბოლო მონაცემებით, კანადას სანქციები აქვს დაწესებული ირანის 147 ფიზიკური და 191 იურიდიული პირის წინააღმდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა