ჩხუბი ბათუმში - "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა "ოცნების“ წევრს დაარტყა (ვიდეო)
ბათუმის დრამატულ თეატრთან, სადაც "ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციას მართავს, ხმაური იყო.
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხათუნა ბერიძემ „ქართული ოცნების“ წევრ გიორგი გიორგაძეს ხელი გაარტყა, რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიული კონფერენციის გამართვას გეგმავს, რომელიც ბათუმიდან იწყება.