თეგებით ძიება
28. 03. 2023 მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს.

კიმ ჩენ ინის თქმით, ქვეყანაში ბირთვული იარაღის მარაგი „გეომეტრიული პროგრესიით“ უნდა გაიზარდოს.

27 მარტს კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა ბირთვული იარაღის მიღებას შეიარაღებულ ძალებში და მოისმინა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის ინსტიტუტის მოხსენება ბოლო წლების პროგრესის შესახებ ქვეყნის ბირთვული შეიარაღებული ძალების ხარისხობრივ და რაოდენობრივ გაძლიერებასთან დაკავშირებით.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხედროებს „იდეალური“ მზადყოფნისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ გამოიყენონ ბირთვული იარაღი „ნებისმიერ დროს“, „ნებისმიერ ადგილას“ და ასევე ისაუბრა „ატომური ძალების მუდმივი გაძლიერების“ აუცილებლობაზე, რომ ძალამ „მტრები შეაშინოს“ და დაიცვას ქვეყნის ხელისუფლება, სისტემა და ხალხი.

ამავდროულად, კიმ ჩენ ინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღი არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ და ქვეყნის ბირთვული ძალების „მტერი“ თავად ომი და, ზოგადად, ბირთვული კატასტროფაა, ხელისუფლება კი იბრძვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა