თეგებით ძიება

ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგება არ ეწინააღმდეგება გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას - ბელარუსის საგარეო

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ მის ტერიტორიაზე ბირთვული შეიარაღების განთავსება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას. 

"ბელარუსსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ხორციელდება საერთაშორისო სამართლის წესების მკაცრი დაცვით. ბელარუსი მფრინავების წვრთნა, სპეციფიკური საბრძოლო დანიშნულების მქონე თვითმფრინავების ფრენა, ასეთ თვითმფრინავების მოდერნიზაცია, ასევე ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული ქობინების განლაგება, მათზე კონტროლი მინსკისთვის გადაცემის გარეშე, ისევე როგორც შესაბამისი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, არანაირად არ ეწინააღმდეგება გაუვრცელებლობის ხელშეკრულების  I და II მუხლების დებულებებს", - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღს განთავსების შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 25 მარტს გააკეთა. მის ამ განცხადებას კრიტიკით შეხვდნენ დასავლეთში. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ დასავლეთის რეაქცია რუსეთის გეგმებს არ შეცვლის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა