თეგებით ძიება

სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო, ეს არის განსხვავება - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უკიდურესი ცინიზმია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. 

მისივე თქმით, ეს არის ცინიზმი ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს მიმართ.

„განსხვავება ერთია, ბრეივიკმა თვითონ გამოკრა სასხლეტს ხელი და მიხეილ სააკაშვილმა სისტემა შექმნა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო. ეს არის ძალიან სერიოზული განსხვავება. ბრეივიკი იყო ადამიანი, რომელმაც თავად გამოკრა სასხლეტს ხელი და ამით დახოცა ბევრი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სისტემა, სადაც სასხლეტზე ბევრი ხელისგამომკვრელი იყო და ისე ხოცავდნენ ადამიანებს. უკიდურესი ცინიზმია, მიხეილ სააკაშვილს ჯილდო მიანიჭო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ყველაზე ბოროტული სისტემა სადაც შექმნა, მაინცდამაინც იქ საპირისპირო მტკიცებულების შექმნა და სააკაშვილის გათეთრება არის უკიდურესი ცინიზმი ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა