თეგებით ძიება

არ გვინდა, რომ რაღაც კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობას არ სურს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან კამათი.

"ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. ჩვენ არ გვინდა, რომ რაღაც კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება თავად არ უფრთხილდებოდეს კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა