თეგებით ძიება

ჭრილობები ყელის არეში აქვს... - იტალიაში, 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს

იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფი“-ს (Anolf) ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს.

"ქალაქი ბარი!!!!.....ამ დილით! 32 წლის ქართველი ქალბატონი დაჭრეს მისი სახლის შესასვლელში! ქალბატონი გადაყვანილია სასწრაფოში! მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ვიმედოვნებთ! საქმეში ჩაერთნენ სამართალდამცველები!“ - წერს ფიქრია კუჭუხიძე.  

მას კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი, ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაშავებულ ქალის სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა