თეგებით ძიება

"ხელში აიყვანე ცოლი, კაცი არ ხარ, კაცო?! ბავშვი გაოცებული უნდა იყოს, როგორ უყვარს დედა მამას, როგორ ეალერსება" - შალვა ამონაშვილი

სოციალურ მედიაში, ფსიქოლოგ შალვა ამონაშვილის ფრაზები ვრცელდება, რომლებიც მამებს უკავშირდება.

"მამებო თუ პატარა ბავშვები გყავთ:

მამა რომ სახლში შემოვა, ოჯახის ცხოვრება უნდა შეიცვალოს. რაღაც მოხდა, ძალა მოვიდა სახლში..

მამა ძალიან დიდი ძალაა აღზრდაში. 

რომ მოხვალ სახლში, ცოლს მოეფერე, ცოლს აკოცე, დაგინახოს ბავშვმა.

ხელში აიყვანე ცოლი, კაცი არ ხარ, კაცო?! ბავშვი გაოცებული უნდა იყოს, როგორ უყვარს დედა მამას, როგორ ეალერსება. 

რა მოხდა, რომ გზაზე გამოიარო და ერთი ვარდი მოუტანო კვირაში ერთხელ მაინც შენს ცოლს?!

 სახლიდან გასვლის წინ შვილს უთხრას: „ჩემო ბიჭო, მე დღეს არ ვიქნები და დედას გაბარებ, მოუარე. 

მერე დაგირეკავ კიდევ და გავიგებ, რამე ხომ არ უჭირს მას.“ შვილს ჩავაბარებ დედას. 

აი, ეს არის მამა!“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა