თეგებით ძიება

მოქალაქის პოზიცია უნდა იყოს რელობის ადეკვატურად შეფასება და გაგება - რას ამბობს ზურაბ მხეიძე?

ფსიქოლოგი, ზურაბ მხეიძე აცხადებს, რომ  მოქალაქის პოზიცია უნდა იყოს რელობის ადეკვატურად შეფასება და გაგება.

"მომისმენია, თითქოს, მედიის პროფესიული ამოცანაა, რომ  მოქალაქეები ხელისუფლების მიმართ უნდობლად განაწყოს. სინამდვილეში, მოქალაქის პოზიცია უნდა იყოს შეფასება და გაგება - რა არის რეალობა, იმ რეალობაში რა საჭიროებები არსებობს და ხელისუფლების მხრიდან ესა თუ ის ქცევა რატომ განხორციელდა. მაგალითად, გაუგებარი იქნება, ხელისუფლებას ჩემ მიერ აღებული კრედიტის გადახდა მოვთხოვო (ამასთან დაკავშირებით გამოსვლები ჩემი თვალით მაქვს ნანახი).

გაუგებარი იქნება, თუ მოქალაქემ არ დავაზღვიე ჩემი ქონება, მერე ხანძარი გაჩნდა და ჩემი ზარალის ანაზღაურება ხელისუფლებას მოვთხოვო. მოქალაქეების დიდ ნაწილს უჭირს გარკვევა, რა უნდა მოსთხოვო ხელისუფლებას და რა - არა. ხალხს გაცილებით სერიოზული ოპონირება შეუძლია, ვიდრე ჩვენ ვხედავთ ხოლმე ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მხეიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა