თეგებით ძიება

იწონის 64 კილოგრამსა და 400 გრამს, ეს არის წინა მონაცემთან შედარებით, მომატებული - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

კლინიკა "ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 64 კილოგრამსა და 400 გრამს იწონის.

"დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს, ეს არის წინა მონაცემთან შედარებით  მომატებული.  ვერ იღებს პაციენტი საკვებს, თუმცა იღებს ბევრად უფრო ძნელად ასათვისებელ და მოსანელებელ საკვებს, ვიდრე ვთავაზობთ ჩვენ.

უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე, ყველაფერი, ყველა მისი მოძრაობა, ყველა უარი  ფიქსირდება სამედიცინო ბარათში. უარს ამბობს, მედიკამენტებზე, სამკურნალო დანიშნულებაზე და ასევე, სამკურნალო პროცედურებზე“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა