თეგებით ძიება

ქალი საქართველოში არამარტო თავის მდგომარეობით, ტრადიციით და კულტურული მემკვიდრეობით არის დაცული - გია ვოლსკი

ქალი საქართველოში არამარტო თავის მდგომარეობით, ტრადიციით და კულტურული მემკვიდრეობით არის დაცული, არამედ სამართლებრივი ყველანაირი მექანიზმი გააჩნია და სტატისტიკაც ამას უჩვენებს , - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ძალადობას არათუ ვემიჯნები, მე ამით ვცხოვრობ და ამით ცხოვრობს ადამიანთა უშველებელი წრე და რაოდენობა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც საქართველოში გაზრდილია, თუნდაც ტრადიციით, კანონი რომც არ იყოს ამასთან დაკავშირებით, ეს ტრადიცია არსად არ წავა, როგორი მომავალიც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს და ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, მაგრამ პრეზიდენტის დამოკიდებულება არის სუბიექტური, დაუბალანსებელი იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას აბრალებს ასეთი სახის დანაშაულებების წახალისებას და აბსოლუტურად ერთ ქვაბში ხარშავს ყველანაირ დანაშაულს, გადაცდომას, იქ ზოგს იმეტებს ქვაბში ჩასაგდებად, ზოგს არა და პოლიტიკური ანგაჟირების ნიშანი ახასიათებს მის ამ გამონათქვამებს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება, მით უმეტეს.

ეს პირდაპირ ურტყამს ერთ- ერთ მუხლს, რომელიც საქართველოს ზედმიწევნით აქვს შესრულებული რეკომენდაციებიდან, რაც ევროკავშირიდან მიიღო. საკანონმდებლო თვალსაზრისით, ქალი საქართველოში არამარტო თავის მდგომარეობით,

იმ ტრადიციით და კულტურული მემკვიდრეობით არის დაცული, არამედ სამართლებრივი ყველანაირი მექანიზმი გააჩნია და სტატისტიკაც ამას უჩვენებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ ძალადობაზე სხვადასხვა შეხედულება შეიძლება არსებობდეს და ძალადობაა ხელის მოტეხა, კეფაში დარტყმა და დასძენს, რომ ინტერესი მოვლენების და კონკრეტული ადამიანების მიმართ ხშირად შერჩევითია და როცა იგივე ხდება "მოწინააღმდეგე პლატფორმაზე", ეს არ აინტერესებთ.

„8 წლის წინანდელი მოვლენა ავიღო და კონკრეტულ ადამიანს კონკრეტული დანაშაულების ჩადენის პრეტენზია დავუყენო, ან თვითონ თათია სამხარაძეს ვუთხრა, რომ მან გარკვეული პროვოცირება მოახდინა, ან შალვა რამიშვილს ვუთხრა, რომ შენ უნდა გემოქმედა ასე თუ ისე, ეს ერთი თემაა, ეს მორალს შეეხება, დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, რასაც თვითონ შალვა რამიშვილიც არ მალავს, რომ ... ძალადობასთან დაკავშირებით მე და თქვენ შეიძლება სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს, როცა ადამიანს ხელს მოტეხავ, ან კეფაში ჩაარტყამ მუშტს, ეს რასაკვირველია ძალადობაა, ვის მიმართაც არ უნდა განხორციელდეს, მით უმეტეს თუ ქალია და თქვენი კოლეგაა. ხუთმა კი არა ათმა (ქალმა) შეიძლება ისაუბროს, თუკი საქმეს ხელს მოკიდებს ისეთი პიარ-ჯგუფი, რომელიც ახასიათებს თქვენს მედიასაშუალებებს. ეს არის გამიზნული, კარგად ჩამოყალიბებული სტრუქტურული შეტევა, რომელსაც ახასიათებს გარკვეული ფაქტებიც, რომელიც 8 თუ 9 წლის წინ მოხდა, მაგრამ ამაზე აგებულია კარგად გამიზნული, ორგანიზებული პიარ - შეტევა,"- განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა