თეგებით ძიება

კაცმა დანით 2 ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი, დაჭრა - რა მოხდა პორტუგალიაში?

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, „ისმაილის მუსლიმთა ცენტრში“ ცივი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი - დაჭრა. ინფორმაციას გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, თავდამსხმელი დაკავების დროს დაიჭრა და საავადმყოფოში იმყოფება.

„სერიოზული საფრთხის წინაშე მყოფმა პოლიციელებმა პირის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს და აგრესორი გაანეიტრალეს“, - აცხადებენ პოლიციაში.

CNN Portugal -ის ცნობით, თავდამსხმელი ავღანელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა