თეგებით ძიება

საქართველო-ნორვეგიის დღევანდელ თამაშს დემეტრეც დაესწრება - რა ინფორმაცია ვრცელდება?

ფეხბურთის პატარა, ბათუმელი გულშემატკივარი, დემეტრე, რომლის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, საქართველო-ნორვეგიის თამაშს დაესწრება.

"დღევანდელ თამაშს დემეტრეც დაესწრება", - გავრცელდა სოციალურ ქსელში ინფორმაცია.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრი, სადაც ფეხბურთის პატარა გულშემატკივარი ამბობს, რომ მატჩზე დასწრება ძალიან უნდა.

"ჩემი ოცნების ფეხბურთელი ჩამოდის, გეხვეწებით, შემიყვანეთ ვინმემ, რა“ - ამბობდა დემეტრე.

დღეს, 20:00 საათზე, ბათუმის ახალ სტადიონზე, ერთმანეთს საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებები დაუპირისპირდებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა