თეგებით ძიება

ნორვეგიის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, რაც დღეს იკადრეს, სერიოზული სირცხვილია - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილის სირცხვილს უწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის დაბარებას, რომელიც ნორვეგიული ოპოზიციური პარტიის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას ეხებოდა.

ლევან ხაბეიშვილმა მიმართა ხელისუფლებას, „რომ პირი გამოირეცხონ ხოლმე, ვიდრე სააკაშვილს ახსენებენ“.

„ჩვენ ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს, დაწყებული ოკუპაციით, გაგრძელებული მავთულხლართების გავლით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ და რუსული ოცნება ყველაფერს აკეთებს ამის საბოტაჟისთვის. შემოიტანეს რუსული კანონი, რაც ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ფაქტობრივად დააღეჭვინა ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილს და რუსულ მთავრობას.

ასევე, ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია. იმის ნაცვლად, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრობდეს რუსული ოცნება, მათ ანერვიულებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდო, რომელიც ნორვეგიელებმა გადასცეს და სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელიც უახლოეს პერიოდში მიღებული აქვს მაია სანდუს. დღეს, ჩვენ ვნახეთ რუსული პარტიის, რუსული ოცნების არაადეკვატური დამოკიდებულება, რომელმაც ნორვეგიის ელჩი დაიბარა იმისათვის, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის შესახებ და ეს ჯილდო არის დემოკრატიის განვითარებისთვის, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს გადაეცა", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარზე გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა