თეგებით ძიება

"კულტურული მემკვიდრეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლი განადგურების პირასაა" - რა ფოტოებს აქვეყნებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე?

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლი განადგურების პირასაა.

"ვითხოვ განსაკუთრებულ

ყურადღებას, რადგან კულტურული მემკვიდრეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლის განადგურების და კუსტარული, არაპროფესიონალური რეკონსტრუქციის ახალ მაგალითს ეხება! ვაქვეყნებ ექსკლუზიურად!

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში, ადრე შუა საუკუნეების ციხის ნაშთები ამ ბოლო წლებში გაუნადგურებიათ და შეუსაბამო მშენებლობა უწარმოებიათ. ძალიან სამწუხაროა ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის განადგურება და ადამიანების სირეგვენე. კოშკი ეკლესიის ეზოშია, ეტყობა მონასტერს აწყობს მიტროპ. შიო

მუჯირი. თავად ეკლესიაც კუსტარულად, წესების დარღვევითაა რეკონსტრუირებული წინა წლებში, მასზე გამოქვეყნებული მაქვს განგაშის პოსტი ასევე. ფოტოები მიმდინარე მარტის თვეში გადაღებულია, ბოლო ფოტო კოშკის ავთენტურ მდგომარეობას ასახავს 2012 წელს.

ასევე განადგურებულია/დაზიანებულია  არქეოლოგიური ფენები.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაSOS!!!", - წერს დეკანოზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა