თეგებით ძიება
28. 03. 2023 მსოფლიო

რიანას სახლში უცნობი კაცი შეიჭრა, რათა მომღერლისთვის ცოლობა ეთხოვა

მომღერალ, რიანას სახლში, ლოს-ანჯელესში, უცნობი კაცი შეიჭრა, რათა მომღერლისთვის ცოლობა ეთხოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს

გამოცემის ცნობით, პოლიცია დამნაშავის სახელსა და გვარს საგამოძიებო მიზნებიდან გამომდინარე არ ამხელს, თუმცა რამდენიმე დეტალი მაინც გახმაურდა. სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაცი სამხრეთ კაროლინიდანაა და რიანას სახლამდე მისასვლელად მინიმუმ 4 000 კილომეტრი გაიარა. ცნობისთვის, მომღერალი A$AP Rocky-სთან და მათ ერთი წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.

დამნაშავე ადგილზე მისვლისას რიანას კერძო დაცვის წევრებმა დააფიქსირეს. კაცმა სახლში შეღწევა მაინც მოახერხა, თუმცა ტერიტორია მალევე დაატოვებინეს. თავდამსხმელმა აღიარა, რომ რიანასთვის მას ცოლობა უნდა ეთხოვა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა