თეგებით ძიება

2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში, 134 მილიონი ლარი დაიხარჯა - თამარ გაბუნია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ  2022 წელს, ონკოლოგიურ სერვისებში, 134 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მისივე თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომსახურებების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყოს.

„აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ფასების ეფექტურად სამართავად, მათზე რეფერენტული ფასების დაწესებით, ძალიან საიმედო და მყარი გარანტიები იქმნება.ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, რომლის 2023 წლის ბიუჯეტიც 3 000 000 ლარს შეადგენს. ასევე, ინკურაბელური პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამა. სხვა პაციენტებთან ერთად, აქ ონკოლოგიური პაციენტების მომსახურებაც შედის და მისი ბიუჯეტი, 2023 წლისთვის, 5 200 000 ლარია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თამარ გაბუნიამ ონკოლოგიური მედიკამენტებისა და სერვისების შესახებ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა